Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებმუხლი 20⁵

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 20⁵

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ბინადრობის ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³345678910

1.პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა ხდება პირის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში: ა) სახელის, გვარის შეცვლისას; ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას; გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას; დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2.სახელის, გვარის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს, როცა პასპორტი გაიცემა ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვა).

2¹.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას .

2².ამ მუხლის 2 1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შუამდგომლობისთვის დასართავი საბუთების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან .

2³.დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების შესახებ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

3.გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

4.(ამოღებულია).

5.ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება.

6.პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

7.პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

8.არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე ამ კანონის 20 2 მუხლის მე-8 და 9 1 პუნქტების შესაბამისად გამოხატული თანხმობის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის მიერ გახმობის შემთხვევაში საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი უქმდება.

9.საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და მათი გაუქმების დამატებითი საფუძვლები.

10.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (საფუძვლებისა), პირი უფლებამოსილია შეცვალოს პასპორტი, სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო პასპორტი, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შეცვლილი პასპორტის გაუქმების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1391-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.109 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4845 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5926 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 28 ნოე. 2025
  2. 28 მაი. 2020
  3. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016

    20⁵ მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომელიც იუსტიციის მინისტრს ბრძანებით ანიჭებს უფლებამოსილებას, დაადგინოს პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები.

  4. 5 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 22 მარ. 2016

    20⁵ მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვით თანხმობის გახმობისას საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი უქმდება.

  5. 14 ივლ. 2011

    მე-2 პუნქტში შემოკლებული „სხვ“ შეიცვალა სიტყვით „სხვა“; ეს ცვლილება მხოლოდ ტექსტის ფორმულირებას ეხება.

  6. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    დაემატა 2¹ პუნქტი, რომელიც სააგენტოს ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის არსებობისას მე-2 პუნქტის საბუთების წარდგენას არასავალდებულოდ აცხადებს, და 2² პუნქტი, რომელიც ამ წესს არ ავრცელებს ბაზასთან დაუკავშირებელ დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებზე.

  7. 4 აპრ. 2008

    პირველ პუნქტში შეცვლის წესი პასპორტთან ერთად სამგზავრო დოკუმენტზეც ვრცელდება და შუამდგომლობის სუბიექტი „პირია“; „ა“ ქვეპუნქტში ტერმინი დაზუსტდა.

  8. 1 მაი. 2006· გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    20⁵ მუხლში დაკარგვა პასპორტის შეცვლის საფუძვლად დაემატა პირველ პუნქტში, ვიზიანი პასპორტი მფლობელს უბრუნდება მე-3 პუნქტით, ხოლო მე-4 პუნქტი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20⁴შემდეგი მუხლი 20⁶

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №59

  • 8 ცვლილება · ბოლო 28 ნოე. 2025
  • 13 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20⁶
  • 20¹⁴
  • 20²

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 5საქართველოს მოქალაქის პასპორტი
  • 21ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობის განხილვა
  • 19ემიგრაციის დოკუმენტი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 164გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 64სახელისა და გვარის შეცვლის პირობები

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 4 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები წარსადგენი დოკუმენტების მიმართ

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 6არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20²20⁶20¹⁴441645211964664 (და…20⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო სერვისების …სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026