„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 8. საკუთრების უფლება საპენსიო დანაგროვზე
რედაქცია №11 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 28 ივნ. 2023
1. საპენსიო სქემის მონაწილე ითვლება სახელობითი საპენსიო დანაგროვის გაანგარიშებული სიდიდის მესაკუთრედ, მუდმივი პენსიების გასაცემი დანაგროვის ფონდისათვის გადაცემული სახსრების გარდა.
2. მუდმივი პენსიების გასაცემი დანაგროვი ითვლება იმ მონაწილეთა ერთობლივ საკუთრებად, რომლებმაც მოიპოვეს მუდმივი პენსიის მიღების უფლება.
