Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 3

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 3. დაგროვებითი საპენსიო სქემა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:პირადი საგადასახადო დაგეგმვასახელფასო გადასახადი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.(ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .

2.დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება და საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ამ კანონის 21-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში).

3.დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში ან თვითდასაქმებულის მიერ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.

4.დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის საპენსიო შენატანებს აფინანსებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით, ხოლო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანებს − თვითდასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

5.დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

6.მონაწილის საპენსიო შენატანები ფინანსდება შემდეგნაირად: ა) დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; ბ) დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; გ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციები, როგორც დამსაქმებლები, საპენსიო შენატანებს ახორციელებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოდენობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სახაზინო სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; დ) თვითდასაქმებული საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღეს, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას საანგარიშო პერიოდში მიღებული თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; ე) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს: ე.ა) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის პირველი 24 000 ლარის ფარგლებში − დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2 პროცენტის ოდენობით; ე.ბ) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის მიერ ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის გადაჭარბების შემდეგ − აღნიშნული ოდენობიდან 60 000 ლარის ჩათვლით დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით; ვ) სახელმწიფო არ ახორციელებს საპენსიო შენატანს შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში 60 000 ლარის ზემოთ დასაქმებულის დასაბეგრ ხელფასზე ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალზე.

7.ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო ფონდის მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).

8.საპენსიო ფონდის მიერ საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მიღებული თანხა, რომლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლისთვის მიკუთვნება ვერ ხერხდება, მისი მიღების თარიღიდან 10 წლის გასვლის დღეს გახდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი, რის შემდეგაც ამ თანხის გადარიცხვის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისი დაბრუნება ან/და საპენსიო ფონდს წარუდგინოს რაიმე მოთხოვნა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების შესახებ. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. ეს სარგებელი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით ხდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი.

9.დასაქმებული ვალდებულია დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონის შესაბამისად ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის მიმართოს საპენსიო ფონდს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4313 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. თავი III. საპენსიო ფონდი საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) . 2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება და საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა   ყველა   დასაქმებულისთვის,   ამ   კანონის 21-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში). 3. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში ან თვითდასაქმებულის მიერ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. 4. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის საპენსიო შენატანებს აფინანსებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით, ხოლო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანებს − თვითდასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. 5. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. 6. მონაწილის საპენსიო შენატანები ფინანსდება შემდეგნაირად: ა) დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; ბ) დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; გ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციები, როგორც დამსაქმებლები, საპენსიო შენატანებს ახორციელებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოდენობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სახაზინო სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; დ) თვითდასაქმებული საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღეს, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას საანგარიშო პერიოდში მიღებული თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; ე) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს: ე.ა) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის პირველი 24 000 ლარის ფარგლებში − დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2 პროცენტის ოდენობით; ე.ბ) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის მიერ ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის გადაჭარბების შემდეგ − აღნიშნული ოდენობიდან 60 000 ლარის ჩათვლით დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით; ვ) სახელმწიფო არ ახორციელებს საპენსიო შენატანს შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში 60  000 ლარის ზემოთ დასაქმებულის დასაბეგრ ხელფასზე ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალზე. 7. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო ფონდის მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში). 8. საპენსიო ფონდის მიერ საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მიღებული თანხა, რომლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლისთვის მიკუთვნება ვერ ხერხდება, მისი მიღების თარიღიდან 10 წლის გასვლის დღეს გახდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი, რის შემდეგაც ამ თანხის გადარიცხვის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისი დაბრუნება ან/და საპენსიო ფონდს წარუდგინოს რაიმე მოთხოვნა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების შესახებ. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. ეს სარგებელი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით ხდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი. 9. დასაქმებული ვალდებულია დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონის შესაბამისად ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის მიმართოს საპენსიო ფონდს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4313 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. თავი III. საპენსიო ფონდი საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივლ. 2024 – 1 სექ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საპენსიო დანაზოგების დაბეგვრასერვისის გვერდი
  • საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №13

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 21მუხლი 36მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 21დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა
  • 22დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა
  • 37დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 3საპენსიო სქემის ფორმები და საპენსიო სქემაში მონაწილეობა
  • 8დამსაქმებლის საპენსიო შენატანები ჯგუფურ საპენსიო სქემაში
  • 40პენსიის გაცემის ფორმები და პენსიის მიღების უფლება

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 15პროფესიული საპენსიო სქემა
  • 27მონაწილეთა საპენსიო ანგარიშები
  • 23საპენსიო სქემის წესები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 21დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 7პენსიის დაფინანსების წყარო, ოდენობა და გაანგარიშების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15272372122236637153840213
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს 2026 წლის …სახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026