Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 7

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 7. საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ინსტიტუციური ინვესტიციაქონების დაგეგმვადაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.

2.საპენსიო ფონდის ფუნქციებია: ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; გ) დავების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ კანონის VI 2 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე და განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; ე) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება; ვ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის: ვ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; ვ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისთვის საჭირო სხვა მომსახურებების გამწევ პირებთან; ვ.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე; ზ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურებების გამწევი პირებისთვის საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება; თ) საპენსიო ფონდის თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა; ი) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული, საჭირო ღონისძიებების განხორციელება; კ) მონაწილეებისთვის, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება; ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.

3.საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირებისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების თაობაზე. საპენსიო ფონდის დებულებით განისაზღვრება ის უფლებამოსილი პირები, რომლებიც საპენსიო ფონდის სახელით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს და გასცემენ სააღსრულებო ფურცლებს.

4.საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპენსიო ფონდი უზრუნველყოს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. შესაბამისად. 2. საპენსიო ფონდის ფუნქციებია: ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; გ) დავების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ კანონის VI 2 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე და განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; ე) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება; ვ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის: ვ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; ვ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისთვის საჭირო სხვა მომსახურებების გამწევ პირებთან; ვ.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე; ზ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურებების გამწევი პირებისთვის საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება; თ) საპენსიო ფონდის თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა; ი) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული, საჭირო ღონისძიებების განხორციელება; კ) მონაწილეებისთვის, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება; ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. 3. საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირებისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების თაობაზე. საპენსიო ფონდის დებულებით განისაზღვრება ის უფლებამოსილი პირები, რომლებიც საპენსიო ფონდის სახელით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს და გასცემენ სააღსრულებო ფურცლებს. 4. საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპენსიო ფონდი უზრუნველყოს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ივნ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან · იცვლება 1 ივნ. 2027-დან

1. საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. 2. საპენსიო ფონდის ფუნქციებია: ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; გ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება; დ) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; ე) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება; ვ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის: ვ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; ვ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისთვის საჭირო სხვა მომსახურებების გამწევ პირებთან; ვ.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე; ზ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურებების გამწევი პირებისთვის საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება; თ) საპენსიო ფონდის თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა; ი) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული, საჭირო ღონისძიებების განხორციელება; კ) მონაწილეებისთვის, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება; ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და გაფრთხილების/ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 3. საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირებისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესახებ. 4. საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპენსიო ფონდი უზრუნველყოს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

განსხვავება ზემოთ მოცემულ ტექსტთან

1. საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების  შესაბამისად. 2. საპენსიო ფონდის ფუნქციებია: ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; გ) დავების განხილვაგ) დასაქართველოს გადაწყვეტილებებისკანონმდებლობით, მიღებამათ მხოლოდშორის, ამ კანონის VI 2 თავითკანონით, გათვალისწინებულგათვალისწინებული საკითხებზესხვა დაშესაბამისი განსაზღვრულისაქმიანობის უფლებამოსილებისგანხორციელება; ფარგლებში; დ) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; ე) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება; ვ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის: ვ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; ვ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისთვის საჭირო სხვა მომსახურებების გამწევ პირებთან; ვ.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე; ზ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურებების გამწევი პირებისთვის საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება; თ) საპენსიო ფონდის თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა; ი) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული, საჭირო ღონისძიებების განხორციელება; კ) მონაწილეებისთვის, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება; ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართპირისთვის ამ კანონითაკანონისა და თავისსაპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესითწესის შესაბამისიშესაბამისად, ღონისძიებებისამ განხორციელება; მ)კანონის საქართველოსმე-6 მუხლის კანონმდებლობით,თანახმად მათსაპენსიო შორის,შენატანის ამგანხორციელების კანონით,ვალდებულებისა გათვალისწინებულიდა სხვაგაფრთხილების/ჯარიმის შესაბამისიდაკისრების საქმიანობისშესახებ განხორციელება. გადაწყვეტილების მიღება. 3. საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირებისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების თაობაზე. საპენსიო ფონდის დებულებით განისაზღვრება ის უფლებამოსილი პირები, რომლებიც საპენსიო ფონდის სახელით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს და გასცემენ სააღსრულებოშესახებ. ფურცლებს. 4. საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპენსიო ფონდი უზრუნველყოს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2024 – 1 სექ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 7¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრასტის შექმნა7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საქველმოქმედო ფონდის დაფუძნებასერვისის გვერდი
  • ფონდებისა და ოჯახური ოფისების კრიპტო ალოკაციის სტრატეგიასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №13

  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები
  • 17საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყარო, საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტი
  • 19საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 38საპენსიო აქტივების ინვესტირება
  • 36საპენსიო ფონდი
  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 9აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები
  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 11საპენსიო დანაგროვის ინვესტირება
  • 7საპენსიო დანაგროვის ფონდის ფორმირება, ხარჯვა და შეფასება
  • 27მონაწილეთა საპენსიო ანგარიშები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1172752³986817193836137
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …არასახელმწიფო საპენსიო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026