Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებმუხლი 5

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 5. ეროვნული პარკი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:სატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.

2.ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა.

3.ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; გ) ვიზიტორთა ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; დ) აღდგენის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ბუნების ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვისა და აღდგენისათვის; ე) ისტორიულ-კულტურული ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტების ან/და არქიტექტურული ძეგლების დაცვის, აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ეს ზონა დასახლებებს არ მოიცავს; ვ) ადმინისტრაციის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად; ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვისა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ამ ზონაში დაშვებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა საქმიანობა. აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების (გარდა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული დამხმარე ან დროებითი ნაგებობებისა და შინაური ცხოველების სადგომებისა) განთავსება.

4.ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და (ან) თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2368 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.128 საქართველოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონი №4736 - ვებგვერდი, 25.02.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 25 თებ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 ივლ. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 25 თებ. 2016
  2. 15 ივლ. 2003· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2003

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ტერიტორია და აკვატორია ახლა „ან/და“ კავშირითაა დაკავშირებული, ხოლო სახეობების აღწერა შეეხება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველებსა და ველურ მცენარეებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ეროვნული პარკების ნებართვებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №23

  • 2 ცვლილება · ბოლო 25 თებ. 2016
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

ჯავახეთის დაცული ტ… 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები
  • 8დაცული ლანდშაფტი
  • 4სახელმწიფო ნაკრძალი

გარემოს დაცვის შესახებ

  • 45ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის მიზანი
  • 49დაცული ტერიტორიების კატეგორიები

ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები

თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

  • 1ძირითადი დებულებანი

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

  • 3პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 16ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
113184454916132225
მითითებამნიშვნელობით ახლოსჯავახეთის დაცული ტერიტ…დაცული ტერიტორიების სი…გარემოს დაცვის შესახებეგრისის ეროვნული პარკი…თბილისის ეროვნული პარკ…რაჭის დაცული ტერიტორიე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026