იარაღის შესახებ

მუხლი 14¹. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა ამტკიცებს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით − ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით: ბ.ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის დამზადების (მათ შორის, გადაკეთების) წესს; ბ.ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში; ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას; ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ; ბ.ე) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ;

2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წ ესს.

3.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაამტკიცოს: ა) ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; ბ) გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; გ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; დ) ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
624224182¹10311¹44¹252511914¹
მნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…პროდუქტის უსაფრთხოების…სამრეწველო ემისიების შ…სამოქალაქო უსაფრთხოები…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა