Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 22

იარაღის შესახებ

მუხლი 22. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ექსპორტის კონტროლითავდაცვის შესყიდვებიშეზღუდული საქონელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს: ა) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება ან განზრახულობათა ოქმი/ხელშეკრულება ან მისი ასლი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა); გ) შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა ან რეექსპორტის ნებართვა; დ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას); ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკო მენდაცია; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა (ცნობა) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვა გაიცემა ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღზე, გაზის აეროზოლურ მოწყობილობაზე ან/და ელექტროშოკურ მოწყობილობაზე.

2.ჯილდოდ მიღებული და საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.

4.ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების ( ხელშეკრულებების ) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოს .

5.საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის/ვაზნის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

6.ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღი და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №284 - სსმ I, №20 16.07.2004 წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2091 - სსმ I, №48 29.11.2005 წ., მუხ.324 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4911 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4169 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025
  2. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21²შემდეგი მუხლი 22¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ნებართვასერვისის გვერდი
  • ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტისერვისის გვერდი
  • სამხედრო დანიშნულების მშენებლობის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №86

  • 2 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2025
  • 20 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 25ლიცენზიებისა და ნე… 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 16სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღისა და ცეცხლსასროლი
  • 18სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი
  • 24იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9¹სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 4¹ (დანართი 1)სამხედრო პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4სააგენტოს ფუნქციები და მიზანი

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5ნებართვის გაცემის წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 11¹პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 9
  • 12

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 30¹იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁹ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁹182516244259¹30¹511¹9124¹ (დ…22
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…საჯარო სამართლის იურიდ…ნარჩენების იმპორტის, ე…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026