Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 14

იარაღის შესახებ

მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხორციელდება.

2.იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს: ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იარაღზე; ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღსა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) და სასიგნალო იარაღზე; გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღზე, პნევმატურ იარაღსა და სასიგნალო იარაღზე ; დ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ პნევმატურ იარაღზე; ე) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “, „გ 2 “, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3.იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებისთვის, სასიგნალო იარაღისა და გაზის (აირის) იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.

4.იარაღის შეძენისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “, „გ 2 “, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.

5.ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

6.იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1026 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 14 ნოე. 2025
  2. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 14¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №86

  • 2 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • 23 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 17მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 14¹იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები
  • 27¹სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებლის გამოცდა
  • 31იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4სააგენტოს ფუნქციები და მიზანი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 52¹იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 82გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 167ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 13

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12171914¹27¹3152¹4167823413261556414
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსიპოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026