ენერგოეტიკეტირების შესახებ

მუხლი 11. მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ შემუშავებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის დამტკიცება.

2.სამინისტრომ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

3.(ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

4.(ამოღებულია - 30.12.2020, №47).

5.საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება: ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ბ) სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; დ) ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ე) ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; თ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერების კომპლექტის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ლ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის, წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; მ) სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ნ) სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ო) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ.

6.სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება. საქართველოს 2020 წლის 30 დეკემბრის კანონი №47 – ვებგვერდი, 30.12.2020წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 დეკ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ივლ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3567¹1034911525109192269313711
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეტიკეტირების შეს…შრომის უსაფრთხოების შე…ნარჩენების მართვის კოდ…სამრეწველო ემისიების შ…ატმოსფერული ჰაერის დაც…შენობების ენერგოეფექტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა