საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

მუხლი 6¹. მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 იან. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი მომსახურებ ა მიიღოს „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3.მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ: ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე; ბ) მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებას; გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას; დ) მომსახურების გაწევისას დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის შესახებ დაინტერესებული პირის ინფორმირებას; ე) მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გადმოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 4 ივლ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 ივლ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28377853811¹4³4¹122¹356¹
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს შინაგან სა…იურიდიული დახმარების შ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა