Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებმუხლი 11¹

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

მუხლი 11¹. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვა

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართოს სააგენტოს შემდეგი მომსახურებების გაწევის თაობაზე: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მხოლოდ მისი შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში); ბ) დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლის შემდეგ); გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ე) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 15 4 და 15 5 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა; თ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; თ 1 ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა; თ 2 ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა; ი) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა; კ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ლ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; ნ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; ო) ამ პუნქტის „გ“−„ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე ამ კანონით დადგენილი დაჩქარებული მომსახურებების გაწევა; პ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა მომსახურებების გაწევა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთოდეს შესაბამისი მომსახურების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.

3.დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ: ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ; ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას; გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოსათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას; დ) მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირებას და მის მიერ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოსათვის ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას; ე) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გამოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას.

4.დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისათვის ფაქტობრივად დახარჯული დრო.

5.ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით. „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6250 – ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №77 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025

    11¹ მუხლის პირველ პუნქტში „ზ“ ქვეპუნქტი სპორტული დაწესებულების იარაღის დროებითი გატანა-შემოტანის ნებართვის ნაცვლად ეხება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის 15⁴ და 15⁵ პუნქტებით გათვალისწინებულ ნებართვებს.

  2. 6 იან. 2021

    11¹ მუხლის მე-5 პუნქტში „იუსტიციის სახლის“ საზღაურის შემადგენლობის წინადადებიდან ამოღებულია „(დღგ-ის ჩათვლით)“.

  3. 1 მაი. 2020· გამოქვეყნდა 23 მარ. 2020

    11¹ მუხლის პირველ პუნქტში „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მისაღებ მომსახურებათა ჩამონათვალს დაემატა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა (თ² ქვეპუნქტი).

  4. 1 ნოე. 2015· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2015

    მე-11¹ მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „თ1“ ქვეპუნქტი — პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა.

  5. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    11¹ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებში განახლდა ტერმინოლოგია: ტრაქტორის მართვის მოწმობა ტრამვაის მართვის მოწმობით შეიცვალა, „სარეგისტრაციო მოწმობა“ — „რეგისტრაციის მოწმობით“, ხოლო „მექანიკური სატრანსპორტო საშუალება“ — „სატრანსპორტო საშუალებით“.

  6. 6 ივნ. 2012

    კანონს დაემატა 11¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს სააგენტოსთვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვას, მის პროცედურებს და საზღაურს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 11²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №42

  • 6 ცვლილება · ბოლო 10 აპრ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 7სააგენტოს მომსახურების ვადები
  • 4სააგენტოს ფუნქციები და მიზანი
  • 11²დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით მიმართვა მომსახურების გაწევის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

  • 6¹მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20
  • 19
  • 13

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 580⁸ლიზინგის მოწმობა

ამნისტიის შესახებ

  • 3

იარაღის შესახებ

  • 31იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁶სააგენტოს უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁶31187411²201913580⁸6¹311¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…საჯარო სამართლის იურიდ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს სამოქალაქო…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026