1.განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეიძლება წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იუსტიციის სახლს ან სხვა ავტორიზებულ პირს, პირადად, ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, ასევე, მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარმოდგენისას სააგენტო გასცემს განცხადების/დოკუმენტაციის მიღების დამადასტურებელ ბარათს.
3.იურიდიული პირის მიერ ან მისი მონაწილეობით შედგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო ელექტრონულ დოკუმენტზე, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და მას უნდა დაესვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
4.იურიდიული პირის მიერ სარეგისტრაციო მიზნებისთვის გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ის უნდა შეიცავდეს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და მას უნდა დაესვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 13 აპრილის ბრძანება №817 - ვებგვერდი, 13.04.2022 წ.

