საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

მუხლი 4³. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილი

1.სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი, თუ არსებობს შემდეგ გარემოებათაგან ერთ-ერთი მაინც: ა) დაინტერესებულ პირსა და სააგენტოს უფლებამოსილ პირს შორის კომუნიკაცია პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით ხორციელდება და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ან/და მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი სხვა წესით; ბ) დოკუმენტი დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; გ) დოკუმენტი წარდგენილია ავტორიზებული დაინტერესებული პირის მიერ ან ავტორიზებული პირის მეშვეობით; დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების (მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი და სხვა) ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით. სააგენტოსათვის წარდგენილ დოკუმენტს იურიდიული ძალა აქვს და საწინააღმდეგოს დადგენამდე ის უტყუარად მიიჩნევა. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით ელექტრონული დოკუმენტის ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის წარდგენის, მიღებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს: ა) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების (ან მათი ნაწილის) მატერიალური სახით წარდგენა; ბ) მომსახურების გაწევისათვის ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების გარდა, სხვა დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტების სააგენტოსთვის როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.

5.მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენის წესს, აგრეთვე ელექტრონული სახით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტების საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

5¹.სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაცია, ავტორიზაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით ან/და დაინტერესებული პირის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, მასთან პირდაპირი ვიზუალური კონტაქტით. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით გამოიყენოს მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე დაამუშაოს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემები (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის თანხმობით დაამუშაოს ბიომეტრიული მონაცემი) ფოტოგადაღებით, აუდიომონიტორინგით ან/და აუდიო- და ვიდეომონიტორინგით.

6.დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესსა და პირობებს, აგრეთვე ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სააგენტოსათვის წარდგენის წესსა და პირობებს და სააგენტოს მიერ მომსახურების ავტორიზებული პირისათვის გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №661 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 იან. 2008 – 1 მარ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 9 იან. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    4³ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: სააგენტო იღებს ელექტრონულ დოკუმენტს ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ჩამოთვლილი გარემოებების არსებობისას, ვებგვერდზე ატვირთვის ნაცვლად კი გამოიყენება ელექტრონული კომუნიკაციის ან სხვა ტექნიკური საშუალება. დაემატა 5 1 პუნქტი ავტორიზებული პირის დისტანციური ან პირისპირ რეგისტრაციისა და მონაცემთა დამუშავების შესახებ, ხოლო მე-6 პუნქტი მინისტრის მარეგულირებელ უფლებამოსილებას აფართოებს.

  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    დაემატა 4³ მუხლი, რომლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია ელექტრონულად წარდგენის შემთხვევები, მე-2 პუნქტით ატვირთვა ხდება სააგენტოს ვებგვერდზე, მე-3 და მე-4 პუნქტებით სააგენტოს შეუძლია მატერიალური სახით წარდგენის მოთხოვნა და ვადა მაშინ იწყება სრულყოფილი წარდგენის შემდეგ, ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტებით წესებს ადგენს მინისტრი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹8¹¹74¹105¹16 (დ…22¹451258¹4³
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული დოკუმენტის…საქართველოში ბინადრობი…საჯარო რეესტრის შესახე…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა