შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 31. მინდობით აღზრდის შესახებ დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭებათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე ჩატარებული კვლევისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა).

2.მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა სურვილი ბავშვის ასაკთან, სქესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ახლო ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა; გ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა ოჯახში მცხოვრები ბავშვების, მათ შორის, ბიოლოგიური შვილების და შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს; დ) 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით; ე) დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს; ვ) მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა.

3.მინდობით აღზრდის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭებათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე ჩატარებული კვლევისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა). 2. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა სურვილი ბავშვის ასაკთან, სქესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ახლო ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა; გ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა ოჯახში მცხოვრები ბავშვების, მათ შორის, ბიოლოგიური შვილების და შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს; დ) 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით; ე) დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს; ვ) მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა. 3. მინდობით აღზრდის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 16 ივლ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 31 დეკ. 2009 – 19 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17310173⁹35012001256125146737074531
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სოციალური დახმარების შ…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს კანონი ოჯა…