შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 70. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: ა) რომელიც არის ობოლი; ბ) რომლის მშობელი ( მშობლები) სასამართლომ უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარა; გ) რომლის მშობელს ( მშობლებს) შეეზღუდა ( შეეზღუდათ), შეუჩერდა ( შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა ( ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები; დ) „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2.მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შეუძლია მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.

3.მინდობით აღზრდის მიზნით შეიძლება ერთდროულად განთავსდნენ 18 წლამდე ასაკის პირი და მისი შვილი.

4.მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3450 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1260 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: ა) რომელიც არის ობოლი; ბ) რომლის მშობელი ( მშობლები) სასამართლომ უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარა; გ) რომლის მშობელს ( მშობლებს) შეეზღუდა ( შეეზღუდათ), შეუჩერდა ( შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა ( ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები; დ) „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. 2. მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შეუძლია მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა. 3. მინდობით აღზრდის მიზნით შეიძლება ერთდროულად განთავსდნენ 18 წლამდე ასაკის პირი და მისი შვილი. 4. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3450 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1260 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025

    70-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით მინდობით აღზრდას ექვემდებარება პირი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10⁶10⁴10²10173⁹12541283125646371737470
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სოციალური დახმარების შ…არასრულწლოვანთა მართლმ…სოციალური დახმარების შ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა