შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 73. დასკვნის მომზადება და მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებებისა და მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასებისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში – გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე.

2.მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს მინდობით აღზრდის მსურველი პირის სურვილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ასაკთან, სქესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის მისთვის ახლობელ ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდა; გ) მინდობით აღმზრდელის ოჯახში ბიოლოგიური შვილებისა და მინდობით აღსაზრდელების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. გამონაკლისი დაიშვება მინდობით აღსაზრდელი დედმამიშვილების ერთად განთავსებისას; დ) 10 წლამდე ბავშვის ( ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით), 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, გარდა ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებისა; ე) დაუშვებელია დედმამიშვილების ( და- ძმის, დების ან/ და ძმების) დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს; ვ) მინდობით აღმზრდელსა და მინდობით აღსაზრდელს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები.

3.მინდობით აღზრდის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებებისა და მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასებისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში – გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე. 2. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს მინდობით აღზრდის მსურველი პირის სურვილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ასაკთან, სქესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის მისთვის ახლობელ ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდა; გ) მინდობით აღმზრდელის ოჯახში ბიოლოგიური შვილებისა და მინდობით აღსაზრდელების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. გამონაკლისი დაიშვება მინდობით აღსაზრდელი დედმამიშვილების ერთად განთავსებისას; დ) 10 წლამდე ბავშვის ( ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით), 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, გარდა ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებისა; ე) დაუშვებელია დედმამიშვილების ( და- ძმის, დების ან/ და ძმების) დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს; ვ) მინდობით აღმზრდელსა და მინდობით აღსაზრდელს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. 3. მინდობით აღზრდის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10⁶10⁴10²10125512004674707126573
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სოციალური დახმარების შ…სოციალური დახმარების შ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კანონი ოჯა…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა