საექიმო საქმიანობის შესახებ

მუხლი 100. უმცროსი ექიმის მიერ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმცროს ექიმს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ: ა)  იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით; ბ) მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.უმცროსი ექიმის მიერ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ ამ საექიმო სპეციალობით მისი მუშაობის ხანგრძლივობა აღნიშნულ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები არ იყოს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (უმცროსი ექიმის) დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესსა და პირობებს, აგრეთვე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4.დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო სპეციალისტთა საჭირო რაოდენობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მასთან მიმართებით რეალურად დასაქმებულ სპეციალისტთა რაოდენობა, აგრეთვე მათი ასაკი და დასაქმებული უმცროსი ექიმების რაოდენობა დეფიციტური საექიმო სპეციალობების მიხედვით. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323 საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5840 - ვებგვერდი, 21.03.2012წ. საქართველოს 2016 წლის 28 დეკემბრის კანონი №213 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №824 - ვებგვერდი, 30.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმცროს ექიმს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ: ა)  იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით; ბ) მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. უმცროსი ექიმის მიერ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ ამ საექიმო სპეციალობით მისი მუშაობის ხანგრძლივობა აღნიშნულ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები არ იყოს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (უმცროსი ექიმის) დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესსა და პირობებს, აგრეთვე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო სპეციალისტთა საჭირო რაოდენობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მასთან მიმართებით რეალურად დასაქმებულ სპეციალისტთა რაოდენობა, აგრეთვე მათი ასაკი და დასაქმებული უმცროსი ექიმების რაოდენობა დეფიციტური საექიმო სპეციალობების მიხედვით. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323 საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5840 - ვებგვერდი, 21.03.2012წ. საქართველოს 2016 წლის 28 დეკემბრის კანონი №213 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №824 - ვებგვერდი, 30.06.2025წ. მუხლი 100 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 მაი. 2023 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 1 აგვ. 2007 – 1 მაი. 2020 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2006 – 1 აგვ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-100 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლის მიხედვით საბჭოს გადაწყვეტილებით 2015 წლის 1 ოქტომბრამდე რეზიდენტურის ალტერნატიული მზადება დაწყებულ უმცროს ექიმს შეიძლება მიეცეს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

  2. 100-ე მუხლის პირველ პუნქტში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ვადა (2015 წლის 1 ოქტომბერი) და პირობები შეიცვალა — დაემატა საკვალიფიკაციო გამოცდისა და მაძიებლის მოწმობის მოთხოვნა. მე-3 პუნქტში სამინისტრო ამუშავებს გამოცდაზე დაშვების წესს 3-თვიანი ვადის გარეშე, ხოლო მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა.

  3. · გამოქვეყნდა 2 ივნ. 2005

    მე-100 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სისტემის ამოქმედებამდე გავლილი სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი ჩაითვლება გამოცდაზე დაშვებისას.

  4. · გამოქვეყნდა 29 ნოე. 2005

    100-ე მუხლის მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ადრინდელი ჩათვლის წესის ნაცვლად დაემატა 2005 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული უმცროსი ექიმის კრიტერიუმი, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე ალტერნატიულ მზადებაში მონაწილეობის უფლება და შესრულებული სამუშაოსა და მუშაობის ხანგრძლივობის სარეზიდენტო პროგრამაში ჩათვლა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1237¹7631138³61³321543313⁹41100
მნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…სამედიცინო-სოციალური ე…შრომითი მიგრაციის შესა…ზოგადი განათლების შესა…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა