საექიმო საქმიანობის შესახებ

მუხლი 37¹. სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს შესაბამისი სუბსპეციალობის მოწმობა.

2.სუბსპეციალობის მოწმობის მისაღებად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა, გარდა იმ ექიმ-სპეციალისტებისა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის აქვთ მოცემული სუბსპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი. ამასთანავე, აღნიშნული სუბსპეციალობით მუშაობის სტაჟი არ უნდა იყოს მზადება-დახელოვნების კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

3.სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის და სუბსპეციალობის მოწმობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სპეციალობასაც შეესაბამება მოცემული სუბსპეციალობა. სპეციალობების და ამ სპეციალობების შესაბამისი სუბსპეციალობების ნუსხებს ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.

4.სუბსპეციალობაში მზადების კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . , 162 საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს შესაბამისი სუბსპეციალობის მოწმობა. 2. სუბსპეციალობის მოწმობის მისაღებად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა, გარდა იმ ექიმ-სპეციალისტებისა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის აქვთ მოცემული სუბსპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი. ამასთანავე, აღნიშნული სუბსპეციალობით მუშაობის სტაჟი არ უნდა იყოს მზადება-დახელოვნების კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები. 3. სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის და სუბსპეციალობის მოწმობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სპეციალობასაც შეესაბამება მოცემული სუბსპეციალობა. სპეციალობების და ამ სპეციალობების შესაბამისი სუბსპეციალობების ნუსხებს ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო. 4. სუბსპეციალობაში მზადების კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . , 162 საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 17 ივნ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2006 – 1 აგვ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    მე-3 პუნქტში ახლებურად ჩამოყალიბდა სპეციალობისა და სუბსპეციალობის შესაბამისობის ფორმულირება და ნუსხებად (სპეციალობების და მათი შესაბამისი სუბსპეციალობების) განისაზღვრა შემუშავებადი დოკუმენტი, ხოლო მე-4 პუნქტში მზადების კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას ახლა „განსაზღვრავს“ საბჭო; ორივე პუნქტში გრძელი სახელწოდება „საბჭოთი“ ჩანაცვლდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1237²76314⁸33322853766837¹
მნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…მეზღვაურთა განათლებისა…სპეციალური პროფესიული …სააღსრულებო წარმოებათა…სამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა