რას ნიშნავს სამედიცინო სპეციალისტის ლიცენზირება საქართველოში
სამედიცინო სპეციალისტის კვალიფიკაციური გზა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით სრულიად არის გაწერილი, და ამ გზის გავლა დამოუკიდებელი პრაქტიკის უფლების წინაპირობაა. პირველი საფეხური დიპლომისშემდგომი განათლებაა (პროფესიული მზადება), რომლის ფორმებიც ორია: რეზიდენტურა და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება. ამ უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა; გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭო, ხოლო მისი წესი და პირობები — მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
რეზიდენტურაში მზადება ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც საბჭოს მიერ აკრედიტაციის საფუძველზე, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო; სახელმწიფო მზადებას საჭიროებისამებრ აფინანსებს. ალტერნატიული ფორმა გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის გავლას ცალკეული მოდულებისა და მთლიანად პროგრამის ხანგრძლივობის ზუსტი განსაზღვრის გარეშე, თუმცა მისი მაქსიმალური ჯამური ვადა არ უნდა იყოს შესაბამისი სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას ორჯერ; ეს ფორმა კერძო სახსრებით ფინანსდება.

