თავდაცვის კოდექსი

მუხლი 41. რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა და სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება: ა) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

2.სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე, 23 წლამდე სტუდენტი, აგრეთვე ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა და მისი გავლის საკითხები, მათ შორის, აღნიშნულ პროგრამაზე მისაღები პირის ასაკი, აგრეთვე მისი პროგრამაზე მიღების წესი და პირობები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებული პირი აღნიშნული პროგრამის გავლის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება: ა) ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით სახელმწიფოს ხარჯზე; ბ) სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებულ პირს სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია: ა) დაუწესდეს სტიპენდია, რომელიც ანაზღაურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასიგნებებიდან; ბ) გაუფორმდეს კონტრაქტი; გ) დაუწესდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.

6.ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებულმა პირმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიძლება გაიაროს სამხედრო შეკრება. სამხედრო შეკრების გავლის დროს იგი სამხედრო მომზადების მიზნით უზრუნველყოფილი იქნება ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებული პირის მიერ სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში მისი დაჭრის/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში აღნიშნულ პირზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი შემთხვევისთვის დაწესებული სოციალური გარანტიები.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და იგი მოიხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან.

9.წვევამდელს, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამხედრო მომზადების პროგრამა ვერ დაასრულა, სათანადო სამხედრო წოდება არ მიენიჭება, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და აყვანილი იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე.

10.ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირი, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირისა, ჩაირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ან სურვილის შემთხვევაში მიღებული იქნება პროფესიულ სამხედრო სამსახურში.

11.ამ მუხლით გათვალისწინებული რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტია ან რომელსაც აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება: ა) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე, 23 წლამდე სტუდენტი, აგრეთვე ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა და მისი გავლის საკითხები, მათ შორის, აღნიშნულ პროგრამაზე მისაღები პირის ასაკი, აგრეთვე მისი პროგრამაზე მიღების წესი და პირობები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებული პირი აღნიშნული პროგრამის გავლის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება: ა) ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით სახელმწიფოს ხარჯზე; ბ) სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებულ პირს სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია: ა) დაუწესდეს სტიპენდია, რომელიც ანაზღაურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასიგნებებიდან; ბ) გაუფორმდეს კონტრაქტი; გ) დაუწესდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებულმა პირმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიძლება გაიაროს სამხედრო შეკრება. სამხედრო შეკრების გავლის დროს იგი სამხედრო მომზადების მიზნით უზრუნველყოფილი იქნება ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებული პირის მიერ სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში მისი დაჭრის/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში აღნიშნულ პირზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი შემთხვევისთვის დაწესებული სოციალური გარანტიები. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და იგი მოიხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან. 9. წვევამდელს, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამხედრო მომზადების პროგრამა ვერ დაასრულა, სათანადო სამხედრო წოდება არ მიენიჭება, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და აყვანილი იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირი, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირისა, ჩაირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ან სურვილის შემთხვევაში მიღებული იქნება პროფესიულ სამხედრო სამსახურში. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტია ან რომელსაც აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 ივლ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში ახლებურად განისაზღვრა პროგრამაზე მისაღები სტუდენტების წრე, მე-3 პუნქტით ასაკი მინისტრის აქტს მიენდო, მე-6 პუნქტს დაემატა იარაღითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფა, ხოლო მე-10 პუნქტი შეიცვალა და დაემატა მე-11 პუნქტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

  2. · გამოქვეყნდა 19 დეკ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³11³23²10⁵30¹18651511869430118771451641
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა