საექიმო საქმიანობის შესახებ

მუხლი 37³. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემა

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის საფუძველია: ა) სუბსპეციალობის მოწმობის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; განცხადება აგრეთვე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სუბსპეციალობის მიღებას აპირებს მაძიებელი; ბ) შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; გ) შესაბამის სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის ან ამავე სუბსპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი საბუთი, ჩატარებულ სამუშაოთა აღწერის ჩათვლით.

2.სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.

3.სუბსპეციალობის მოწმობა გაიცემა უვადოდ. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის საფუძველია: ა) სუბსპეციალობის მოწმობის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; განცხადება აგრეთვე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სუბსპეციალობის მიღებას აპირებს მაძიებელი; ბ) შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; გ) შესაბამის სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის ან ამავე სუბსპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი საბუთი, ჩატარებულ სამუშაოთა აღწერის ჩათვლით. 2. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. 3. სუბსპეციალობის მოწმობა გაიცემა უვადოდ. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74 მუხლი 37 4 . (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008  წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 მაი. 2023 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 1 აგვ. 2007 – 1 მაი. 2020 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2006 – 1 აგვ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    37³ მუხლის მე-3 პუნქტში სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის ვადა 5 წლიდან უვადოდ შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63³747837²37¹217847111691985637³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…საქართველოს ზოგადი ადმ…პროდუქტის უსაფრთხოების…კერძო დაცვითი საქმიანო…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა