საექიმო საქმიანობის შესახებ

მუხლი 21. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი, დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის (სარეზიდენტო ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; დ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, ან იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა; ე) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ვ) (ამოღებულია); ზ) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი; თ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოთა აღწერა.

2.საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში და მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) მუდმივი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში.

3.საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში; დ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა. საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1135 - სსმI, №33, 10.11.2001წ., მუხ . 133 საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №593 - სსმI, №34, 16.

11.2004წ., მუხ . 161 საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323 საქართველოს 2009 წლის 4 დეკებრის კანონი №2224 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.341 საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4122 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.507

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი, დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის (სარეზიდენტო ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; დ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, ან იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა; ე) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ვ) (ამოღებულია); ზ) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი; თ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოთა აღწერა. 2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში და მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) მუდმივი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში. 3. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში; დ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა. საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1135 - სსმI, №33, 10.11.2001წ., მუხ . 133 საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №593 - სსმI, №34, 16. 11.2004წ., მუხ . 161 საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ . 323 საქართველოს 2009 წლის 4 დეკებრის კანონი №2224 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.341 საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4122 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.507

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 21 მარ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველთა ჩამონათვალში ჯანმრთელობის ცნობა აღარ შედის.

  2. · გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009

    21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში შრომის წიგნაკიდან ამონაწერი შეიცვალა შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო პირობაში „წიგნაკი“ შეიცვალა სიტყვით „დოკუმენტი“.

  3. · გამოქვეყნდა 2 ივნ. 2005

    21 მუხლში სერტიფიკატის გაცემის საფუძვლები (პუნქტები 1–3) ახლებურად ჩამოყალიბდა: დადგენილი ფორმის განცხადება, დიპლომის ასლი და უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების დამადასტურებელი მოწმობა; გამოცდის მოწმობა უნდა შეესაბამებოდეს საექიმო სპეციალობას.

  4. · გამოქვეყნდა 29 ნოე. 2005

    21-ე მუხლში სერტიფიკატის გაცემის საფუძვლებში ტერმინი „უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება“ შეიცვალა დიპლომისშემდგომი განათლებით (პროფესიული მზადებით); მე-2 და მე-3 პუნქტებში გადაკეთდა განცხადების შინაარსის აღწერაც.

  5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულია, ანუ ექიმი სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველთა ჩამონათვალში სასერტიფიკაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი აღარ არის.

  6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ ამოღებულია წინადადება, რომლითაც სასერტიფიკაციო მოსაკრებლის გადახდის წესის დადგენა ოთხ სამინისტროს ევალებოდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91228192398248332944161621
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…მეზღვაურთა განათლებისა…პროფესიული განათლების …საჯარო სამსახურის შესა…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა