საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 6. მოწმობის

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

რეკვიზიტები 1. მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) სქესს; დ) მოქალაქეობას; ე) დაბადების თარიღს; ვ) დაბადების ადგილს; ზ) პირად ნომერს; თ) ფოტოსურათს; ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის; ო) (ამოღებულია - 30.05.25, №1075); პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია; რ) მფლობელის თითის ანაბეჭდს.

2.საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება (ჩაიწერება) მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1075 - ვებგვერდი, 31.05.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1097 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 31 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37³151420³289²802565578136
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქის …უცხოეთში მცხოვრები თან…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა