Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 91

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:მემკვიდრეობის მიღებამიზნობრივი შეფასება (იპოთეკა, საგადასახადო, სასამართლო)

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სამკვიდრო მოწმობა უნდა შედგეს საჯარო აქტის ფორმით.

2.დასაშვებია რამდენიმე სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს მემკვიდრის მიერ იმ ქონების მიღების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი ადრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა).

3.იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროში შედის რეგისტრაციასდაქვემდებარებული ქონება/უფლებები, სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს ამ ქონების მახასიათებლები და დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობა (სამკვიდრო მასაში არსებობის ფაქტი და სხვა გარემოებები).

4.სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს, სამკვიდრო მასის რა ნაწილი (მთლიანად, თუ მისი ნაწილი) მიიღო მემკვიდრემ. თუკი მემკვიდრე რამდენიმეა, უნდა მიეთითოს თითოეულმა მათგანმა სამკვიდრო მასის რა ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმა მოქმედებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, სამკვიდრო მოწმობა გაიცა თუ არა კონკრეტული ქონების/უფლებების მიღების დასტურად.

6.თუ სამკვიდროს მიღების დასტურად სანოტარო ბიუროში განცხადება წარდგენილი აქვს რამდენიმე მემკვიდრეს, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება მიეცეს ერთ-ერთ მათგანს მის კუთვნილ წილზე ან ყველა მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობაში თითოეული მათგანის წილის მითითებით.

7.იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მემკვიდრისათვის მიცემულ სამკვიდრო მოწმობაში მიეთითა ყველა მემკვიდრე და მათი წილები, სხვა მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა ადრე გაცემული სამკვიდრო მოწმობის დამოწმებული ასლი.

8.თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ( მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 23 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 23 იან. 2012
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 90შემდეგი მუხლი 92

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მემკვიდრეობის განაწილების დავები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მემკვიდრეობის და გაყოფის მიზნებისთვის ქონების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 იან. 2012
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 90სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
  • 92სამკვიდროს გაყოფა
  • 84სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1503სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის
  • 1499ცნება
  • 1500სამკვიდრო მოწმობის გაცემის ვადა

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 17საზღაური სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

  • 9უმკვიდრო საცხოვრებელი სადგომი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 57გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 37³სუბსპეციალობის მოწმობის გაცემა

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 7მოწმობის მიღების უფლება

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37³7171503149915004190928457991
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…საცხოვრებელი სადგომით …საქართველოს საგადასახა…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23