დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ: ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების პრევენციისათვის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობისათვის. ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის თანხმობა; ბ) ჩაურევლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს; გ) პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4721 - სსმI, №18, 22.05. 2007წ., მუხ . 151 საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2702 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №776 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
მუხლი 49. პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №18 · ძალაშია 1 ივნ. 2017-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 25 მაი. 2017
- · გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2014
49-ე მუხლში „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც პაციენტის ოჯახურ საქმეებში ჩარევის დამატებით საფუძვლად ასახელებს პაციენტზე ან მისი ოჯახის წევრზე ოჯახში ძალადობას და ძალადობის განმეორების საშიშროებას, როცა ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
- · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
49-ე მუხლში დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ექიმიდან გავრცელდა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და მოიცავს პროფესიულ შეკრებას ან სხვა სახის ღონისძიებას, ჩატარების ადგილისა და დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ჩარევის საფუძველთა ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და პალიატიური მზრუნველობა. „მოვლა“ ჩამონათვალში აღარ არის.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
კონსულტაცია: უფასო

