შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 68. შვილად აყვანის გაუქმების ან შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე პირი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის უფლება აქვს ( აქვთ): ა) ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს); ბ) მშვილებელს ( მშვილებლებს); გ) ნაშვილებს – საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ნაშვილების საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

2.შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შვილად აყვანით.

3.ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს) უფლება აქვს ( აქვთ), მოითხოვოს ( მოითხოვონ) შვილად აყვანის გაუქმება/ შვილად აყვანის ბათილად ცნობა იმ დღიდან 2 თვის განმავლობაში, როდესაც მისთვის ( მათთვის) ცნობილი გახდა შვილად აყვანის გაუქმების/ შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძველი.

4.პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანით ილახება ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ამის თაობაზე უნდა აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. აღნიშნული ორგანო წყვეტს შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს.

5.შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადება წარედგინება სასამართლოს მშვილებლის ( მშვილებლების) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6.თუ მოსარჩელე არის ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი ( ბიოლოგიური მშობლები) და მისთვის ( მათთვის) უცნობია მშვილებლის ( მშვილებლების) ვინაობა, შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადება წარედგინება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით.

7.შვილად აყვანის გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე საერთო სასარჩელო წარმოების წესით განიხილება. საქმის განხილვაში მოპასუხედ მშვილებელი ( მშვილებლები) უნდა ჩაებას ( ჩაებან).

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის უფლება აქვს ( აქვთ): ა) ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს); ბ) მშვილებელს ( მშვილებლებს); გ) ნაშვილებს – საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ნაშვილების საუკეთესო ინტერესების დასაცავად. 2. შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შვილად აყვანით. 3. ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს ( ბიოლოგიურ მშობლებს) უფლება აქვს ( აქვთ), მოითხოვოს ( მოითხოვონ) შვილად აყვანის გაუქმება/ შვილად აყვანის ბათილად ცნობა იმ დღიდან 2 თვის განმავლობაში, როდესაც მისთვის ( მათთვის) ცნობილი გახდა შვილად აყვანის გაუქმების/ შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძველი. 4. პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანით ილახება ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ამის თაობაზე უნდა აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. აღნიშნული ორგანო წყვეტს შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს. 5. შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადება წარედგინება სასამართლოს მშვილებლის ( მშვილებლების) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 6. თუ მოსარჩელე არის ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი ( ბიოლოგიური მშობლები) და მისთვის ( მათთვის) უცნობია მშვილებლის ( მშვილებლების) ვინაობა, შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადება წარედგინება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით. 7. შვილად აყვანის გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე საერთო სასარჩელო წარმოების წესით განიხილება. საქმის განხილვაში მოპასუხედ მშვილებელი ( მშვილებლები) უნდა ჩაებას ( ჩაებან).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35019¹35112541242125644464769666768
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა