სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 47. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემების გაცემა ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე დაუშვებელია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.მშვილებელი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მიიღოს ინფორმაცია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ.

3.ნაშვილები უფლებამოსილია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიიღოს შეზღუდვების გარეშე, თუ შვილად აყვანის შედეგად მისი მშობლების მონაცემები არ შეცვლილა. ნაშვილებზე შვილად აყვანის მოწმობის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

4.შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემები შეიძლება გაიცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თავი V. ქორწინების რეგისტრაცია

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემების გაცემა ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე დაუშვებელია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. მშვილებელი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მიიღოს ინფორმაცია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ. 3. ნაშვილები უფლებამოსილია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიიღოს შეზღუდვების გარეშე, თუ შვილად აყვანის შედეგად მისი მშობლების მონაცემები არ შეცვლილა. ნაშვილებზე შვილად აყვანის მოწმობის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . 4. შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემები შეიძლება გაიცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თავი V. ქორწინების რეგისტრაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
175350125512541244424341656468547
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კანონი ოჯა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა