სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 75. სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო თავის გადაწყვეტილებას პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

2.პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გარდაცვალების რეგისტრაციას.

3.სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გარდაცვალების რეგისტრაციისას მისი გარდაცვალების თარიღად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, თუ ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია, თუ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი გარდაცვლილად გამოცხადებული პირის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან ადგილი. თავი IX. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. 2. პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გარდაცვალების რეგისტრაციას. 3. სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გარდაცვალების რეგისტრაციისას მისი გარდაცვალების თარიღად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, თუ ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია, თუ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი გარდაცვლილად გამოცხადებული პირის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან ადგილი. თავი IX. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 19 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸⁷317422¹32010222371697282475
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეთა…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა