Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 98

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 98. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:მომსახურების ვალდებულებებისააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მიაწოდოს შესაბამისი პირის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ; გ) სასამართლო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას: დ.ა) რეზერვისტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შესახებ; დ.ბ) რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის შესახებ; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების თაობაზე (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის); ზ) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ; თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ი) სპეციალური სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ო) შესაბამისი პირი ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს წერილობითი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს: ო.ა) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ო.ბ) ინფორმაცია სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ; ო.გ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ; ო.დ) ინფორმაცია ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის შესახებ; ო.ე) ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით უზრუნველყოფილია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზების ხელმისაწვდომობა (მათ შორის, შესაბამისი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით). აღნიშნული ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №323 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მიაწოდოს შესაბამისი პირის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ; გ) სასამართლო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას: დ.ა) რეზერვისტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შესახებ; დ.ბ) რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის შესახებ; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების თაობაზე (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის); ზ) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ; თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ი)   სპეციალური სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის  „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ო) შესაბამისი პირი ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს წერილობითი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს: ო.ა) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ო.ბ) ინფორმაცია სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ; ო.გ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ; ო.დ) ინფორმაცია ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის შესახებ; ო.ე) ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით უზრუნველყოფილია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზების ხელმისაწვდომობა (მათ შორის, შესაბამისი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით). აღნიშნული ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №323 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 21 თებ. 2025

    98-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში ინფორმაციის მიმწოდებელი ვალდებული სუბიექტი საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა; ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადა და 108-ე მუხლის მითითებული ქვეპუნქტები უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 97შემდეგი მუხლი 99

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია და შეზღუდვების მართვასერვისის გვერდი
  • სამხედრო სავალდებულო სამსახური და გაწვევასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 21 თებ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 108

მიუთითებენ მასზე

მუხლი 179მუხლი 186

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 97სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა
  • 99სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევა
  • 60სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 11სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა
  • 18მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა
  • 10სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 9

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 16პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით
  • 12სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები
  • 6სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 19²რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები

მობილიზაციის შესახებ

  • 18მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1819²91612611181010817918697996098
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსითავდაცვის ძალების რეზე…საქართველოს მოქალაქეთა…სამხედრო ვალდებულებისა…სააღსრულებო წარმოებათა…მობილიზაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026