სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 88. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებული პირობები

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით.

3.დაინტერესებული პირის თანხმობის არარსებობისას სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით სააგენტო მიმართავს სასამართლოს.

4.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში დაუშვებელია სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით. 3. დაინტერესებული პირის თანხმობის არარსებობისას სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით სააგენტო მიმართავს სასამართლოს. 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში დაუშვებელია სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3860¹2226422¹206887868962788
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა