1.პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ყოველ ფაქტს ატყობინებს აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმღებ სასამართლოს, სხვა შემთხვევაში კი – სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2.შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) შეტყობინების გაგზავნის თარიღს; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის საფუძველზედაც მოხდა მსჯავრდებულისათვის მოვალეობის დაკისრება; გ) მსჯავრდებულისათვის დაკისრებულ მოვალეობას; დ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერას, რის შედეგადაც არ შესრულდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობა და აღნიშნული ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ფაქტებს; ე) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერასა და ბეჭედს. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

