დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 40. პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პრობაციის ოფიცერი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას; გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან; ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. ამ გეგმის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს მინისტრი. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან; ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე მსჯავრდებულის შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას.

1¹.სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: ა) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის; ბ) ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება; გ) მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან; დ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სოციალურმა დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, პროკურორის შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სოციალურმა მუშაკმა.

5.პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67 1 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობს პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1730 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6957-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67¹66151329525105501055077522640
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სოციალური მუშაობის შეს…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა