ადვოკატთა შესახებ

მუხლი 16. ადვოკატის სტაჟიორი

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შესახებ. ადვოკატის სტაჟიორი შეირჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამით განსაზღვრული წესით. მისი შერჩევის დროს გარანტირებულია ადვოკატობის მსურველის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება.

2.საადვოკატო სტაჟირების პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟსა და პროფესიული საქმიანობის სტაჟში.

3.ადვოკატის სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

4.ადვოკატის სტაჟიორი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატის სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5029 - სსმ I,  №26, 11.07.2007წ., მუხ. 236 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 30 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 21 მაი. 2018

    პირველ პუნქტში სტაჟირებაზე განცხადება ახლა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეგზავნება, ხელმძღვანელი ადვოკატის მითითებით და ადაპტაციის პროგრამით განსაზღვრული შერჩევით. მე-2–მე-4 პუნქტებში დაზუსტდა ტერმინოლოგია: სტაჟის ათვლა, „ადვოკატის სტაჟიორი“ და „სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი“.

  2. მე-16 მუხლის 1-ლ პუნქტში სტაჟირების მსურველი პირი განისაზღვრა მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, ტესტირების გავლის ხსენება ამოღებულია, ხოლო „ბიურო“ დაზუსტდა როგორც „საადვოკატო ბიურო“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1072140964466²⁶72⁴57281884²1616
მითითებამნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაქართველოს შრომის კოდ…საჯარო სამსახურის შესა…ნოტარიატის შესახებსაერთო სასამართლოების …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა