ადვოკატთა შესახებ

მუხლი 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.

2.ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.

4.პირს, რომელსაც აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ ან/და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მოეთხოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილის გავლა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ. 55 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5029 - სსმ I,  №26, 11.07.2007წ., მუხ. 236 საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი, 23.09.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4347 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №127 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2222 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 15 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2018 – 1 იან. 2019 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 პუნქტში ადვოკატის შეუთავსებლობის წესი ახლა თანამდებობის პირის განმარტებისთვის მიუთითებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლზე; წესის შინაარსი სხვა მხრივ უცვლელია.

  2. · გამოქვეყნდა 21 მაი. 2018

    მე-10 მუხლში ტესტირება შეიცვალა საკვალიფიკაციო გამოცდით, 1 წლის სტაჟის მოთხოვნა შეიცვალა პროფესიული ადაპტაციის პროგრამით, ნასამართლობის შეზღუდვა გავრცელდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზეც, ხოლო მე-4 პუნქტი სხვაგვარად აწესრიგებს გამონაკლისს.

  3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გამოცდის დასახელება ახლა არის „მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა“; ამოღებულია იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის 1 წლის სტაჟის მოთხოვნა.

  4. · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  5. მე-10 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრზე პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება.

  6. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ტესტირების გავლა ან მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ალტერნატიული პირობებია.

  7. მე-10 მუხლის პირველ პუნქტში ადვოკატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებული პირი ტესტირებისგან გამონაკლისია, ფიცის პირობა ამოღებულია; ახალი მე-3 პუნქტი ადვოკატობას უთავსებლად აცხადებს გარკვეულ თანამდებობებთან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15³1622121²21³4211125524445346410
მითითებამნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებკორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საერთო სასამართლოების …ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა