Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადვოკატთა შესახებმუხლი 21

ადვოკატთა შესახებ

მუხლი 21. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²33¹45

1.ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.

2.პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები: ა) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; ბ) საცხოვრებელი ადგილის და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი; გ) სპეციალიზაცია, თუ მას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სპეციალიზაციის მიხედვით.

2¹.ადვოკატთა ასოციაციას უნდა წარედგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 2 კვირის ვადაში.

2².ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის ორგანიზების ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი მონაცემების (მათ შორის, მონაცემების ცვლილებების) წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

3.ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად; გ) მას შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ამ კანონის 21 3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და წევრობის შეწყვეტიდან არ გასულა 3 წელი.

3¹.(ამოღებულია - 04.05.2018, №2266).

4.ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

5.ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280 საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი, 23.09.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2018 – 1 იან. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 21 მაი. 2018

    მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ტესტირება შეიცვალა საკვალიფიკაციო გამოცდით; მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში 7-წლიანი ვადა გახდა 10-წლიანი და დაემატა გაუწევრიანებლობის ან მოსამართლედ/პროკურორად გაუწესებლობის პირობა. ამოღებულია 3¹ პუნქტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის შესახებ.

  2. 13 დეკ. 2018

    21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში 10-წლიანი ვადის გამომწვევი გამოცდების დასახელება ახლა ადვოკატთა, მოსამართლეობის ან/და პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდაა.

  3. 23 სექ. 2011

    21-ე მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრზე არ ვრცელდება მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები.

  4. 1 დეკ. 2009

    მე-2 პუნქტს დაემატა 2¹ პუნქტი (მონაცემთა ცვლილების შესახებ ინფორმაციის 2 კვირაში წარდგენა) და 2² პუნქტი (დამატებითი მონაცემების წარდგენის წესი წესდებით). მე-5 პუნქტში სიის გამოქვეყნების წესი წესდებით განისაზღვრება და მე-2 პუნქტის მონაცემები საჯაროა.

  5. 19 იან. 2005

    21-ე მუხლი სტატუსის ნაცვლად ადგენს ასოციაციაში გაწევრიანების წესს: განცხადება, 10-დღიანი ვადა, წარსადგენი მონაცემები, უარის საფუძვლები, სასამართლოში გასაჩივრება და წევრთა სიის გამოქვეყნება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 21¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №25

  • 5 ცვლილება · ბოლო 13 დეკ. 2018
  • 12 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 21³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადვოკატთა შესახებ

  • 21³ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა
  • 21²ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება
  • 41საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 15ასოციაციაში გაწევრება
  • 16ასოციაციის წევრობის შეჩერება
  • 17ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 44ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა
  • 40ბრალდებულის დასწრების უფლების შეზღუდვა

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 7პროფესიული კავშირის წესდება, მისი წესდების რეგისტრაცია, იურიდიული პირის სტატუსის მოპოვება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 23

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 255ადვოკატი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 97სასამართლოს უარი იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³1021²4125523974440715161721
მითითებამნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს სისხლის სა…პროფესიული კავშირების …მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026