კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

მუხლი 16. კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესი

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი საბანაშვილი

1.(ამოღებულია - 07.12.2017, №1635).

2.საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

3.საქართველოდან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას.

4.სახელმწიფო ექსპერტიზის ჩასატარებლად სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე მოწვეულ, დამოუკიდებელ სპეციალისტებთან. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ, საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 და მე-4 პუნქტებში სამინისტროს სრული ძველი სახელწოდება ყველგან შემოკლებული „სამინისტრო“-თი შეიცვალა.

  2. მე-2 და მე-4 პუნქტებში სამინისტროს დასახელება შეიცვალა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი, მათ შორის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების მითითებაშიც.

  3. ამოღებულია პირველი პუნქტი, ხოლო მე-2 და მე-4 პუნქტებში სამინისტროს დასახელება შეიცვალა კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.

  4. მე-16 მუხლში სამინისტროს ახალი სახელწოდება, დებულების დამტკიცება სამინისტროს მიერ, ექსპერტიზას სამინისტრო „უზრუნველყოფს“ და მე-4 პუნქტში „სახელმწიფო ექსპერტიზა“ და „მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“ ახლებურად ჩამოყალიბდა.

  5. მუხლს დაემატა მხოლოდ ცვლილების წყაროს მითითება; ნორმატიული ტექსტი არ შეცვლილა.

  6. მე-16 მუხლში სამინისტროს ახალი სახელწოდებაა, გატანა საქართველოდან გატანად არის ჩამოყალიბებული, ხოლო მე-4 პუნქტში საარქივო დეპარტამენტის ნაცვლად იუსტიციის სამინისტროა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35152517259⁴21537341443 (და…2 (და…1 (და…16
მნიშვნელობით ახლოსკულტურულ ფასეულობათა ს…დებულება კულტურული ფას…კულტურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა