კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

მუხლი 15. კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი საბანაშვილი

1.„კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს სამინისტრო.

2.თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები, მაგრამ მინიჭებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სამინისტრო არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ სამინისტრო განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ მიანიჭებს კულტურულ ფასეულობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, იგი გასცემს ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას.

3.თუ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, სადავო საკითხს იხილავს სასამართლო. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ, საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ და მე-2 პუნქტებში ძველი სახელწოდება შეიცვალა შემოკლებული „სამინისტრო“-თი, ხოლო მე-2 პუნქტიდან ამოღებულია სიტყვა „აღნიშნული“.

  2. პირველ და მე-2 პუნქტებში კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეიცვალა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი; 15-დღიანი ვადა უცვლელია.

  3. პირველ და მე-2 პუნქტებში სამინისტროს დასახელება შეიცვალა, ხოლო მე-2 პუნქტის მეორე წინადადებაში დაემატა „აღნიშნული“.

  4. მე-15 მუხლის პირველ პუნქტში დებულებას ამტკიცებს სამინისტრო და არა მინისტრი; მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა ახალი ფორმულირებით, 15-დღიანი და 3-თვიანი ვადები უცვლელია.

  5. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში ექსპერტიზის შედეგად თანხმობის გარეშე რეესტრში შეტანის წესი შეიცვალა 15-დღიანი გადაწყვეტილებისა და 3-თვიანი ვადის წესით ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

  6. მე-2 პუნქტში ძეგლის ნიშნების შესწავლისას ვადის გახანგრძლივებისა და 3 თვის შემდეგ ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა ექსპერტიზის საფუძველზე სიასა და რეესტრში განმცხადებლის თანხმობის გარეშე შეტანის წესით; მე-3 პუნქტს დაემატა ცვლილების წყაროს მითითება.

  7. მე-15 მუხლის სამივე პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: დებულების დამტკიცება, ძეგლის ნიშნების მქონე ფასეულობის განხილვის ვადები და უთანხმოების სასამართლოში განხილვა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28341629259⁴215151017372 (და…3 (და…1 (და…15
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურულ ფასეულობათა ს…დებულება კულტურული ფას…კულტურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…კულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა