1.სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამუზეუმო საქმიანობის მართვას.
2.სამინისტროს, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებია: ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება; ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია; გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება; დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება; ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა; ვ) მუზეუმების ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება; ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება; თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება; ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; კ) სახელმწიფო მუზეუმების ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა; ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.
3.სამუზეუმო ნივთებისა და სამუზეუმო კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.
4.სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას.
5.სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ არასახელმწიფო მუზეუმებს. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1978 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6910 - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამუზეუმო საქმიანობის მართვას.2. სამინისტროს, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებია:ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია;გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება;დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;ვ) მუზეუმების ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება;თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;კ) სახელმწიფო მუზეუმების ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.3. სამუზეუმო ნივთებისა და სამუზეუმო კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.4. სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას.5. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ არასახელმწიფო მუზეუმებს.საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1978 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6910 - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №10 · ძალაშია 28 დეკ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
28 დეკ. 2024 – 1 იან. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
მე-14 მუხლში ძველი სამინისტროს სრული სახელწოდება შეცვლილია სიტყვით „სამინისტრო“ პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში; მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში საერთაშორისო კონტროლის ობიექტად დარჩა მხოლოდ „ხელშეკრულებები“, ხოლო „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მართლწერაა შეცვლილი.
მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში კოორდინაციის მეორე მხარედ ახლა მუნიციპალიტეტის ორგანოებია დასახელებული, ხოლო ფორმულირება „მართვაში“ „სფეროში“ შეიცვალა.