Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 28

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 28. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია: ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, სამინისტროს/მუნიციპალიტეტის შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან/მუნიციპალიტეტთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს ძეგლის მდგომარეობის, მისი შენახვის პირობების ან გარემოს ცვლილებების შესახებ; გ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და სპეციალისტებს ძეგლის დათვალიერებასა და მისი მდგომარეობის შესწავლაში, მათი მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, თუ ის არ არის სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დადგენილი სხვა საიდუმლოება; დ) არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება; ე) ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს/მუნიციპალიტეტს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ; ვ) უზრუნველყოს ძეგლზე საზოგადოების დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

2.ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) უფლებამოსილია: ა) გამოიყენოს ძეგლი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მიიღოს შემოსავალი; ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვა შეღავათებით; გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებისგან ანაზღაურების გარეშე მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური და სამართლებრივი კონსულტაცია თავის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ძეგლის შესახებ.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაციას (ან ხელშეკრულების ასლს) წარუდგენს სამინისტროს. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5554 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020

    მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა მართლწერის მიზნით შეიცვალა, ხოლო დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აკისრებს ხელშეკრულების გაფორმების შესახებ სამინისტროსთვის ინფორმაციის (ან ასლის) 1 კვირაში წარდგენის მოვალეობას.

  2. 6 აგვ. 2018
  3. 25 სექ. 2013

    1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია დათქმა, რომ თბილისის ტერიტორიაზე მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების მხარეა ასევე თბილისის მერია.

  4. 28 დეკ. 2011

    28-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლის მიხედვით აჭარაში არსებული ძეგლის მესაკუთრე პირველი პუნქტის ვალდებულებებს აჭარის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე ასრულებს.

  5. 4 დეკ. 2008

    28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით თბილისში მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების მხარედ სამინისტროსთან ერთად ქალაქ თბილისის მერიაც განისაზღვრა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • 5 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 30ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ან/და ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
  • 29ძეგლის (ობიექტის) შესწავლა-დათვალიერების წესი და მისი მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე განხორციელების პირობები
  • 55არქეოლოგიური სამუშაოებისა და ძეგლზე სამუშაოების მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე ჩატარება

კულტურის შესახებ

  • 22სახელმწიფოს ვალდებულება ისტორიისა და კულტურის ძეგლების დასაცავად

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 17იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

წიაღის შესახებ

  • 13წიაღით მოსარგებლის მოვალეობები

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 14მიწის მესაკუთრის ვალდებულებანი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 23ობიექტის მფლობელის მოვალეობები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 10დამკვეთი. დამკვეთის უფლება-მოვალეობანი

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 35საქართველოს საბაჟო ორგანოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 23კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრის უფლებამოსილება

იარაღის შესახებ

  • 31იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14313517302955221323102328
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…კულტურის შესახებცეცხლსასროლი იარაღის შ…წიაღის შესახებნიადაგების კონსერვაციი…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026