Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურის შესახებმუხლი 19

კულტურის შესახებ

მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 14 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო კულტურული პოლიტიკის განხორციელება; ბ) კულტურის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირება; გ) სახელმწიფო კულტურული პროგრამების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება აღნიშნული კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით; დ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა; ვ) მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა; ზ)  არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენობებზე, სხვა ნაგებობებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.

2.საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შეთანხმებით. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3646 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.294 საქართველოს 2007 წლის 14 თებერვლის კანონი №4355 - სსმ I, №6, 26.02.2007 წ., მუხ.67 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4552 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1623 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3042 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №374 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3860 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №92 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  3. 18 მარ. 2021
  4. 4 დეკ. 2019
  5. 11 ივლ. 2018
  6. 14 დეკ. 2017
  7. 8 დეკ. 2015
  8. 27 ნოე. 2006

    19-ე მუხლში კომპეტენციის სუბიექტებად დარჩა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სიტყვა „სახელმწიფო“, ხოლო „ა“ და „თ“ ქვეპუნქტები ახლებურადაა ფორმულირებული.

  9. 13 ივლ. 2000

    მე-19 მუხლში კომპეტენციის სუბიექტებად დასახელდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და დაემატა „თ“ ქვეპუნქტი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 14 მაი. 2025 · №16

  • 9 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2024
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურის შესახებ

  • 18სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში
  • 29კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
  • 17მოქალაქის მოვალეობა კულტურის სფეროში

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 7¹მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები კულტურული მემკვ იდრეობის დაცვის სფეროში
  • 5სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში
  • 4კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 19მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების ფორმები და მექანიზმები
  • 16მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 24მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება

მუზეუმების შესახებ

  • 14სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 12სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 55მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12147¹541829171916245519
მნიშვნელობით ახლოსკულტურის შესახებკულტურული მემკვიდრეობი…ადგილობრივი თვითმმართვ…მუზეუმების შესახებკულტურულ ფასეულობათა ს…დასაქმების ხელშეწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 14 მაი. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026