კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 8. მუზეუმ-ნაკრძალი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგინების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, აგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანო.

2.მუზეუმ-ნაკრძალის მიზანია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების დაცვა, ექსპონირება, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

3.საქართველოს მთავრობის დადგენილებით მუზეუმ-ნაკრძალს შეიძლება განესაზღვროს სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც იგი ახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

4.მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით და მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით.

5.მუზეუმ-ნაკრძალის სახეობებია: ა) არქიტექტურული; ბ) არქეოლოგიური (არქეოლოგიური პარკი); გ) ეთნოგრაფიული; დ) ისტორიული.

6.მუზეუმ-ნაკრძალი ასევე შესაძლებელია იყოს კომპლექსური – ერთდროულად იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რამდენიმე სახეობის. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5553 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნებისა და კონტროლის ორგანოს განმსაზღვრელი აქტი ახლა მთავრობის დადგენილებაა, ასევე მე-3 პუნქტში სამოქმედო არეალს მთავრობის დადგენილება ადგენს; „ასევე“ შეიცვალა „აგრეთვე“-ით.

  2. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში აჭარის ტერიტორიაზე დაფუძნებისას დაემატა აჭარის მთავრობის წარდგინება, ხოლო მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამინისტროს ნაცვლად ბრძანებულებით განსაზღვრული ორგანოა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2019133594764153348
მნიშვნელობით ახლოსმუზეუმების შესახებდაცული ტერიტორიების სი…კულტურული მემკვიდრეობი…იმერეთის მღვიმეების და…კოლხეთის დაცული ტერიტო…კულტურულ ფასეულობათა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა