მუზეუმების შესახებ

მუხლი 24. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის აღრიცხვა საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში და მათი რეესტრიდან ამორიცხვა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამუზეუმო ნივთი და კოლექცია ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო აღრიცხვას (სახელმწიფო რეესტრში შეტანას), განურჩევლად მათი საკუთრებისა.

2.საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრი არის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სააღრიცხვო დოკუმენტი.

3.სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში აღრიცხავს სამინისტრო საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

4.სამუზეუმო ნივთი და კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოირიცხება დადგენილი წესით, სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.

5.სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდში ჩარიცხულად ითვლება საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში შეტანისთანავე.

6.საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს სამინისტრო.

7.საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილ ნივთთან და კოლექციასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება აღნიშნული უნდა იყოს საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში ძველი სამინისტროს სრული სახელწოდება შეცვლილია სიტყვით „სამინისტრო“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
826132922261016321371324
მნიშვნელობით ახლოსმუზეუმების შესახებკულტურული მემკვიდრეობი…კულტურულ ფასეულობათა ს…იარაღის შესახებსაბიბლიოთეკო საქმის შე…ეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა