კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

მუხლი 34. სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საქართველოდან გასატანად განცხადებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლია

1.თუ კულტურული ფასეულობის, რომელსაც მინიჭებული აქვს (მათ შორის, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოდან გატანა ხორციელდება გაყიდვის მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სამინისტროს.

2.სამინისტროს აქვს გაყიდვის მიზნით საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიული, მხატვრული ან/და კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, საქართველოში დატოვებისათვის მისი უპირატესი შესყიდვის ან/და საქართველოში აუქციონის წესით გაყიდვის უფლება.

3.სამინისტრო ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების რეალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს გატანის ნებართვის გასაცემად საჭირო ვადისა და დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს.

4.თუ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესყიდვის ან/და აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ, იგი უნდა აღსრულდეს მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

5.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აუქციონის წესით გაყიდვის უმთავრესი პირობაა მყიდველის მიერ ძეგლის გარკვეული ვადით ან უვადოდ საქართველოდან არგატანის ვალდებულება.

6.ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება: ა) „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ კულტურულ ფასეულობებზე, რომელთაც აქვთ რელიგიური და სასულიერო ღირებულება; ბ) სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში და კულტურული ფასეულობების დაცვის სხვა ანალოგიურ დაწესებულებებში დაცულ ფასეულობებზე, ექსპონატებზე, კოლექციებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე; გაყიდვის მიზნით მათი საქართველოდან გატანა შეიძლება მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება მხოლოდ სანაცვლო, ტოლფასი ისტორიული, მხატვრული ან/და კულტურული ღირებულების მქონე ფასეულობების შეძენას; გ) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე არის ძეგლის ავტორი (ან მისი მემკვიდრე, ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში), საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი და იგი მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება საზღვარგარეთ, ან როდესაც ძეგლი მემკვიდრეობით მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქემ; ასეთ შემთხვევაში ძეგლის სახელმწიფოს მიერ შეძენა ან/და მისი საქართველოში აუქციონის წესით გაყიდვა შეიძლება მხოლოდ მესაკუთრის თანხმობით. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 12 აპრ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    34-ე მუხლი გადაკეთდა: უპირატესი შესყიდვის უფლება ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მესაკუთრეს აქვს შეტყობინების ვალდებულება, გადაწყვეტილება აღსრულდება 3 თვეში, დაემატა აუქციონის პირობა და გამონაკლისები.

  2. 34-ე მუხლის ძველი რეჟიმი (გაყიდვის შესახებ შეტყობინება, უპირატესი შესყიდვა ან აუქციონი, ვადები და გამონაკლისები) შეიცვალა სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლებით, ავტორისა და მუდმივად გამსვლელი პირის წესებით და სასამართლო წესით დავის განხილვით.

  3. 34-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: მესაკუთრე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს გაყიდვის მიზნით გატანის შესახებ, სამინისტროს აქვს ძეგლის უპირატესი შესყიდვის ან აუქციონით გაყიდვის უფლება, დგინდება გადაწყვეტილების აღსრულების 3-თვიანი ვადა, აუქციონის პირობა და გამონაკლისები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15834¹3329259⁴15³153229373 (და…2 (და…5034
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურულ ფასეულობათა ს…საქართველოს სივრცის და…დებულება კულტურული ფას…კულტურული მემკვიდრეობი…საჯარო რეესტრის შესახე…კულტურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა