1.საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.
2.თუ საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება რიგგარეშე არჩევნები. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.
3.საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.
4.საკრებულოს ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საკრებულოს დათხოვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
5.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, ვადამდე წყდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და იმართება ამავე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
6.(ამოღებულია - 25.05.2022, №1610) .
7.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია და არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით ადგენს ცესკო.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №1610 – ვებგვერდი, 27.05.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
თავი XVII. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნები
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.2. თუ საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება რიგგარეშე არჩევნები. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.3. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.4. საკრებულოს ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საკრებულოს დათხოვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, ვადამდე წყდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და იმართება ამავე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.6. (ამოღებულია - 25.05.2022, №1610) .7. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია და არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით ადგენს ცესკო.საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.საქართველოს 2022 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №1610 – ვებგვერდი, 27.05.2022წ.საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.თავი XVII. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნები
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №82 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
13 დეკ. 2018 – 1 იან. 2021ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი წარმომადგე…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…