Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 176

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 176. მერის რიგგარეშე არჩევნები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მერის უფლებამოსილებისვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო განკარგულებით. რიგგარეშე არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

2.მერის უფლებამოსილებისვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითდადგენილიწესებიარ ვრცელდება ამ კანონის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

4.მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 149-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად, ხოლო არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი საარჩევნო კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.

5.პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, შესაბამისად, ცესკოს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს მერის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია. თავი XXIII. რეფერენდუმი და პლებისციტი

წინა მუხლი 175შემდეგი მუხლი 177

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 149მუხლი 162

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 162საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები
  • 161საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
  • 175მერის არჩევნების მეორე ტური და ხელახალი არჩევნები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 49მერის არჩევა
  • 150ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და უფლებამოსილების ვადა
  • 26მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის წესი

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 21საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნები
  • 48²მერის და საკრებულოს არჩევნების თარიღის განსაზღვრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 81უმაღლესი
  • 80უმაღლესი
  • 31საუბნო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 13არჩევნების დანიშვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132148²4915026162149161175818031176
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026