საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 203⁶. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე ცესკოს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესი

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს შუალედური არჩევნების ან საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის რიგგარეშე არჩევნების გამართვის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები განახორციელოს ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ფოტოსაძიებო სისტემის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, საარჩევნო ბიულეტენების სკანირებისა და ბარკოდიანი საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების მეშვეობით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები და იმ საარჩევნო ოლქების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები მათი გამოყენებით ჩატარდება, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

3.ამ მუხლის შესაბამისად არჩევნების ჩატარებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროების არსებობის შემთხვევაში ცესკოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არჩევნებში საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის მიზნით ამ კანონის 21-ე მუხლის „დ​ 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს შუალედური არჩევნების ან საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის რიგგარეშე არჩევნების გამართვის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები განახორციელოს ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ფოტოსაძიებო სისტემის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, საარჩევნო ბიულეტენების სკანირებისა და ბარკოდიანი საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები და იმ საარჩევნო ოლქების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები მათი გამოყენებით ჩატარდება, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. 3. ამ მუხლის შესაბამისად არჩევნების ჩატარებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროების არსებობის შემთხვევაში ცესკოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არჩევნებში საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის მიზნით ამ კანონის 21-ე მუხლის „დ​ 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 6 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2012 – 6 იან. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3776¹2122922021458576135707472203⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…