Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 135

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 135. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2.საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ცალი ინახება ცესკოში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

3.საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4.პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პარტიები.

5.თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც ცესკოში რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

6.პარტიული სიით არჩეულებად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

7.თუ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

8.ისეთი განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელშიც მოთხოვნილია კენჭისყრის შედეგების გადამოწმება ან ბათილად ცნობა, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ ან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს. საჭიროების შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

9.განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

10.საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, სადაც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, სადაც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი (მიეთითება მთელი ნაწილის შემდეგ არაუმეტეს ხუთი ციფრი დამრგვალების გარეშე) და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია მათი პარტიული კუთვნილების მითითებით.

11.არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ცესკო ამ ოქმებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცესკო გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.

წინა მუხლი 134შემდეგი მუხლი 136

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16აჭარის ავტონომიური… 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 85არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში
  • 121არჩევნების შედეგების შეჯამება
  • 84კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 79არჩევნების
  • 78კენჭისყრისა
  • 76კენჭისყრისა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 32ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება
  • 30საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

რეფერენდუმის შესახებ

  • 27რეფერენდუმის შედეგების შეჯამება
  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 145ცესკოს ბიუჯეტის ფორმირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3230272520214516851218421797876135
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026