საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 53. არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საჭირო ფულადი სახსრები

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცესკოს მიერ მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უზრუნველყოფს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე.

3.საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს ცესკო.

4.კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

5.საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა წყვეტს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და 10 დღის ვადაში სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცესკოს მიერ მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უზრუნველყოფს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე. 3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს ცესკო. 4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე. 5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა წყვეტს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და 10 დღის ვადაში სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1923134796197814559581916568553
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …