Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 52

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 52. არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 58. არჩევნების / რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა →
თემები:საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევაარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234568

1.არჩევნების/რეფერენდუმის მოსამზადებლად და ჩასატარებლად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2.ცესკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.

3.თუ არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, ცესკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.

4.ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.

5.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, სწავლების ცენტრი უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. [ 6. (ამოღებულია - 09.02.2023, №2581) . (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 7. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.

8.საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლით. [ 7. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტების ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.

8.საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2581 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4429 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.

რედაქციების შედარება

1. არჩევნების/რეფერენდუმის მოსამზადებლად და ჩასატარებლად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. ცესკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება. 3. თუ არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, ცესკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს. 4. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან. 5. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 6. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, სწავლების ცენტრი უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. [ 6. (ამოღებულია - 09.02.2023, №2581) . (ამოქმედდეს 2027 2025 წლის 1 იანვრიდან)] 7. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას. 8. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლით. [ 7. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტების ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვების პროცედურების შეჩერებას. 8. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლით. (ამოქმედდეს 2027 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2581 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4429 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 77

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 58არჩევნების / რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა
  • 191არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფის დროებითი წესი
  • 59არჩევნებისთვის / რეფერენდუმისთვის საჭირო ფულადი სახსრები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 64არჩევნების
  • 5საარჩევნო
  • 66საარჩევნო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 12არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა. საარჩევნო ფონდი

რეფერენდუმის შესახებ

  • 6რეფერენდუმის მოწყობის მატერიალური უზრუნველყოფა
  • 19სარეფერენდუმო კომისიების უფლებამოსილება
  • 13რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 145ცესკოს ბიუჯეტის ფორმირება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 36—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1236619137714558191596456652
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…