Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 47

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 47. სახელმწიფო ბიუჯეტის განწერა

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტოკენომიკა და დიზაინი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების (გადასახადების ნაწილში) კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.

3.სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

4.წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა საჭიროებს ახალი განწერის დამტკიცებას ან არსებულ განწერაში ცვლილებების შეტანას.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული, ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“ და „ბ 2 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და შემოსავლების ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ, ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“ და „ბ 2 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის განწერის კორექტირება ხორციელდება დადგენილი წესით, მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შესაბამისობისა და შემდგომი დაზუსტების მიზნით. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • Vesting-ის და სუპლაის განრიგის სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38მუხლი 39მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 105ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა
  • 82მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განწერა
  • 35საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 34რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა
  • 24საბიუჯეტო განაცხადი  და ზღვრული მოცულობები
  • 25მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო  განაცხადების წარდგენა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 139სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა
  • 136სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება
  • 138სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა და კანონის მიღება

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 28საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიში
  • 25საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა და განხილვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66383961058235282534242513913613847
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საბიუჯეტო სისტემისა და…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026